The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ პაპავა

თამარ პაპავა
ოფიციალური სახელი:თამარ გოგოლაშვილი
სხვა სახელი:ისახარი  (ფსევდონიმი)
ქოჩრიანი ტოროლა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:24 მარტი, 1888
გარდაცვ. თარიღი:21 მარტი, 1976  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის სასაფლაო, პარიზი, საფრანგეთი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ძალზე ახალგაზრდა გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე წერდა მოთხრობებს, ამავე დროს თანამშრომლობდა ჟურნალ "თეატრი და ცხოვრება"-ში, ცალკე წიგნად გამოსცა და თარგმნა ბონზელსის ცნობილი ნაშრომი "ფუტკარი და მაია"; 1923 წელს თბილისი დატოვა და გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. განაგრძობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, მისი ისტორიული ნარკვევები იბეჭდებოდა პარიზში, ჟურნალ "კავკასიონში". მეორე მსოფლიო ომის წლები პაპავების ოჯახმა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში გაატარეს: ტიურინგია, ბავარია, ავსტრია; 1949 წელს ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, არგენტინაში გადასახლდნენ; 1956 წელს ბუენოს აირესში გამოიცა თამარ და აკაკი პაპავების ერთობლივი წიგნი: "მარიამ უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი"; 1950-იან წლებში თამარ და აკაკი პაპავების წერილები იბეჭდებოდა ნიუ-იორკში გამომავალ ქართულ გაზეთ "ქართულ აზრში"; 1970 წელს თამარ პაპავამ გამოსცა ბოლო წიგნი "გაბნეული საფლავები". დიდი ღვაწლი მიუძღვით თამარ და აკაკი პაპავებს უცხოეთში მოხვედრილ ძველი ქართული კულტურის შეძენისა და დაცვის საქმეში, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თამარ და აკაკი პაპავების ღვაწლი ჩვენი ეროვნული სიწმინდის – თბილისის სიონის ტრაპეზის ძველი ნაქარგი გადასაფარებლის გადარჩენა-შენახვაში. ისტორიული რელიკვია რეზო თაბუკაშვილის ხელით გადმოსცეს საქართველოს და დღეს ხელოვნების მუზეუმში ინახება.

წყარო: https://burusi.wordpress.com/2010/04/06/akaki-tamar-papava/

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: