The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ პატარიძე

რამაზ პატარიძე
დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:1 ნოემბერი, 2020  (92 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1950 წელს.

მუშაობდა კორნელი კეკილიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში (ამჟამად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილებაში; იყო პავლე ინგოროყვას მოსწავლე; 64 წლის განმავლობაში იკვლევდა ქართული ანბანის საკითხებს; მისი წიგნი "ქართული ასომთავრული" 1980 წელს სა­ბავ­შვო გა­მომ­ცემ­ლო­ბა "ნა­კა­დულ­მა" გა­მოს­ცა. ვი­ნა­ი­დან ის სა­ბავ­შვო გა­მომ­ცემ­ლო­ბა იყო, წიგნ­მა საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რის გვერ­დის ავლა მარ­ტი­ვად მო­ა­ხერ­ხა. თუმ­ცა გა­მო­ცე­მი­დან მა­ლე­ვე საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა გა­ი­გეს, თუ რა სა­ო­ცა­რი ან­ბა­ნი ჰქო­ნი­ათ ქარ­თვე­ლებს და რა სი­მაღ­ლე­ზე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი ამ დამ­წერ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო. ამის შე­დე­გად წიგ­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბა შე­ი­ზღუ­და, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "ნა­კა­დუ­ლის" დი­რექ­ტო­რი არ­ჩილ სუ­ლა­კა­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ხოლო წიგ­ნის ავ­ტო­რი რა­მაზ პა­ტა­რი­ძე პრაქ­ტი­კუ­ლად ჩა­მო­შო­რე­ბულ იქნა სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბი­დან. 2018 წელს "პა­ლიტ­რა L-ის" მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი "ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლის" გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით ნე­ბის­მი­ე­რი მკი­თხვე­ლი ად­ვი­ლად გა­ი­გებს, თუ რას ნიშ­ნავს ზო­გა­დად ან­ბა­ნი კა­ცობ­რი­ო­ბი­სათ­ვის, მის მოკ­ლე ის­ტო­რი­ას და იმა­საც, თუ რა არის მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ ან­ბა­ნებ­თან შე­და­რე­ბით ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა, გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა და უნი­კა­ლუ­რო­ბა. ასომ­თავ­რულ ან­ბან­ში ასო-ნიშ­ნე­ბის სა­ხელ­დე­ბა, დაჯ­გუ­ფე­ბის პრინ­ცი­პე­ბი, მათი რი­გი­თი და რი­ცხვი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბი, გრა­ფი­კუ­ლი მო­ხა­ზუ­ლო­ბა და მა­თე­მა­ტი­კურ-გე­ო­მეტ­რი­უ­ლი რა­ო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს ამო­ვი­კი­თხოთ ან­ბან­ში წარ­მარ­თუ­ლი ღმერ­თე­ბის პან­თე­ო­ნი, მზის და მთვა­რის უძ­ვე­ლე­სი კა­ლენ­დრე­ბი, შუ­ამ­დი­ნა­რე­თის და ეგ­ვიპ­ტის უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის მიგ­ნე­ბა­თა სინ­თე­ზი და ქარ­თვე­ლე­ბის მიერ უზუს­ტე­სი კა­ლენ­და­რუ­ლი სის­ტე­მის შექ­მნის ის­ტო­რია. გაშიფრა "ვეფხისტყაოსნის" პროლოგი და აღმოაჩინა, რომ კაცობრიობის ისტორიაში შოთა რუსთაველი არის პირველი ადამიანი, რომელმაც "ვეფხისტყაოსანში" წარმოგვიდგინა პლანეტების ჰელიოცენტრული სისტემა. მთელი შეგნებული სიცოცხლე ქართული დამწერლობის ისტორიის კვლევას მიუძღვნა და საბოლოოდ დაამტკიცა სომხური წერილობითი წყაროების სიცრუე. პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის მიქელ პატარიძის შვილი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დამწერლობათმცოდნე, ანბანთმცოდნე, ქართული ანბანის რაინდი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული ფილიგრანოლოგიის ძირითადი საკითხები", დაიცვა 1967 წელს.

წყარო: ამბები.GE: ambebi.ge; sputnik-georgia.comyoutube.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: