The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თედო ჟორდანია

თედო ჟორდანია
ოფიციალური სახელი:თევდორე ჟორდანია
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1854
გარდაცვ. თარიღი:22 ოქტომბერი, 1916  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მოქვი, ოჩამჩირის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1875 წელს, 1889 წელს - მოსკოვის სასულიერო აკადემია.

მუშაობდა თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგად, შემდეგ საეკლესიო მუზეუმის გამგედ, გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამრევლო სკოლების მეთვალყურედ, სამრევლო სკოლების მასწავლებელთა კურსების ინსპექტორად და სხვ.

დიდი ღვაწლი მიუძღვის პირველწყაროთა გამოვლენასა და კრიტიკულ შესწავლაში. მან შემოიტანა სამეცნიერო მიმოქცევაში XIV საუკუნის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე "ძეგლი ერისთავთა". დიდი მუშაობა გასწია "ქართლის ცხოვრების" შედგენილობისა და ავტორების ვინაობის დასადგენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი "ქრონიკები და სხვა მასალა საქართვეელოს ისტორიისა და მწერლობისა". ამ მონუმენტურ ნაშრომში შესულია მის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალგზის მოგზაურობის დროს შეკრებილი დიდძალი მასალა ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებული, კომენტარებითა და კრიტიკული შენიშვნებით.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.303

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საეკლესიო სიძველეთა საცავის მზრუნველი კომიტეტი, წევრი (1899-)
  • საეკლესიო-საარქეოლოგიო საბჭო, წევრი (1889-)
  • საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, წევრი (1907-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1880-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: