The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოე ჟორდანია

ნოე ჟორდანია
სხვა სახელი:ანი  (ფსევდონიმი)
კოსტროვი  (ფსევდონიმი)
ნარი  (ფსევდონიმი)
ნარიძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1868
გარდაცვ. თარიღი:11 იანვარი, 1953  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის სათემო სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ 1891 წლიდან სწავლობდა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში.

პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 90-იან წლებში. 1903 წელს რსდმპ II ყრილობის შემდეგ გახდა კავკასიის მენშევიკების ლიდერი. რსდმპ V (ლონდონის) ყრილობაზე (1907) ნ. ჟორდანია აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად მენშევიკების მხრიდან. 1918 წელს ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და ამიერკავკასიის სეიმის  დაშლის შემდეგ ჟორდანია ფაქტობრივად აღმოჩნდა საქართველოს რესპუბლიკის დროებითი პარლამენტის თავმჯდომარე. იმავე წლის 26 მაისს მან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის დაკავების შემდეგ ნ. ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ თავი შეაფარეს ჯერ ქუთაისს, ხოლო შემდეგ ბათუმს. იმავე წლის 18 მარტს, წავიდნენ საფრანგეთში პოლიტიკურ ემიგრაციაში.

წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია.8.-თბ., 1984.-გვ.256; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ., 2018. - გვ.321-322: digitallibrary.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, თავმჯდომარე (1917-)
  • რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბირო (დუმა), წევრი (1906-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1898-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მთავრობის თავმჯდომარე (1918-1921)
  • საქართველოს დროებითი მთავრობა, თავმჯდომარე (1918-1954)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, თავმჯდომარედ
  • საქართველოს სოციალისტური პარტია "მესამე დასი", ერთერთი დამაარსებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: