The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჟუჟუნაშვილი

გიორგი ჟუჟუნაშვილი
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1966
გარდაცვ. თარიღი:26 სექტემბერი, 2015  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1991 წელს; ასპირანტურის სრული კურსი საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის სპეციალობით 1997 წელს.

1995 წლიდან რუსეთის ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, შემდეგ დოცენტი; 1999-2003წწ. მას იგივე თანამდებობები ეკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში; რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახლდათ. 2006 წლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჯერ ასისტენტ-პროფესორი, შემდგომ ასოცირებული პროფესორი; ამავე დროს, ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი. ავტორია 60 ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის. მისი კვლევის სფერო კავკასიაში რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა წარმოადგენდა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "XV-XVIII საუკუნეების რუსეთის საარქივო მასალები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: