The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ ჟურული

ვარლამ ჟურული
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:30 იანვარი, 1965  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩიბათი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1935 წელს.

პირველად საზოგადოების წინაშე წარსდგა პოეტური კრებულით - "ვარდის ფურცლობა"; 1924 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ნაწარმოებები ქართულ ჟურნალ-გაზეთებში და აქედან მოყოლებული იგი სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა ამ კეთილშობილურ საქმეს; თავდაპირველად იყო ფუტურისტ-ლეფელთა ჯგუფის წევრი, მაგრამ მალე დაუახლოვდა პროლეტარული მწერლობის წარმომადგენლებს ეგრეთწოდებულ "ახალთაობელებს"; ოთხი ათეული წლის მოღვაწეობის შედეგია პოეტური კრებულები: "ვარდის ფურცლობა", "ნარაზენი", "ჩრდილოეთის დაპყრობა", "ჩემი გაზაფხული", "ლირიკა", "ჩემი მერცხლები", "ვაზის ცრემლები" და სხვა; მისი ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე; გარდა ამისა მისი მწერლური ნიჭი ქართულ კინოსაც შეეხო; იყო რამდენიმე დოკუმენტური ფილმის სცენარის, სადოქტორო ტექსტის ავტორი; ხშირად იბეჭდებოდა პრესაში, როგორც პუბლიცისტი და აქაც თქვა თავისი სიტყვა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.306

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: