The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ჟღენტი

პეტრე ჟღენტი
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1903
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 1993  (90 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ბახვი, ოზურგეთის მაზრა.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1930 წელს.

1948-1950 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტის დეკანი; 1958 წლიდან ამავე ინსტიტუტის პროფესორი; 1960 წლიდან საქართველოს სსრ-ის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; მისი შრომები ეძღვნება საქართვე. - 151გვ.ლოს სსრ სასოფლო-სამეურნეო წარმოების განლაგების, სპეციალიზაციისა და სოფლის მეურნეობის გაძღოლის სისტემებსა და სხვა საკითხებს. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1958); იყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს VIII მოწვევის დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ს. ვავილოს სახელობის მედალი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8. -თბ., 1984. -გვ.263; პეტრე ჟღენტი : ცხოვრება, მოღვაწეობა, მოგონებები : დაბადებიდან 100 წლისთავი. - თბ.,2003. - 151გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (3 ორდენით)
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: