The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირმა რატიანი

ირმა რატიანი
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1967  (56 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მთარგმნელი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს. 1989-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურაში ლიტერატურის თეორიის სპეციალობით.

2004 -2006წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 2006 წლიდან - ამ ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარული ფაკულტეტის ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი და სრული პროფესორი. 1997-1998 და 2002 წელს მიიღო JSPS (მეცნიერების მხარდამჭერი იაპონური საზოგადოება) სტიპენდია, მუშაობდა ოსაკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ფაკულტეტზე. 2005 წელს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურულ ურთიერთობათა ბიუროს უნივერსიტეტთა პარტნიორობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო სტაჟირებით იმყოფებოდა აშშ ცენტრალური აზია-აფრიკის ინსტიტუტში ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტისა და წმინდა იოანეს კოლეჯში. 2006 წელს მიიღო DAAD-ის სტიპენდია და მუშაობდა გერმანიის საარლადნის უნივერსიტეტის ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დეპარტამენტში. 2010 წელს მიიღო კემბრიჯის უნივერსიტეტის სტიპენდია. მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში საქართველოში, ეგვიპტეში, თურქეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთში, ესპანეთში, შოტლანდიაში, იორდანიაში, ისრაელში, საბერძნეთში, რუსეთში. 2006 წლიდან არის საერთაშორისო სიმპოზიუმის - "ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები" ორგანიზატორი. არის არაერთი ლოკალური და საერთაშორისო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილე, მრავალი სამეცნიერო წიგნისა და კრებულის რედაქტორი. ავტორია 80-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომისა. 2008 წელს გამოქვეყნდა იაპონურიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი 100 უძველესი ლექსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1994), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი (2006). ყოველწლიური ლიტერატურულ-თეორიული სამეცნიერო ჟურნალების - "სჯანი" და "ლიტინფო" მთავარი რედაქტორი. 

წყარო: irmaratiani.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომპარატივისტული ლიტერატურის ევროპული ასოციაცია, წევრი (2009-)
  • კომპარატივისტული ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (2006-)
  • კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცი, პრეზიდენტი (2008-2013)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - პრემია "საგურამო"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: