The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დონალდ (პატრიკ) რეიფილდი

დონალდ (პატრიკ) რეიფილდი
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ოქსფორდი, გაერთიანებული სამეფო.

ინგლისელი ქართველოლოგი. ლონდონის უნივერსიტეტის (დედოფალ მერის და უესტფილდის კოლეჯი) პროფესორი. ძირითად სპეციალობასთან ერთად (რუსული და ქართული ლიტერატურა) მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ენათმეცნიერებაშიც: შეკრებილი და შესწავლილი აქვს დენდრონიმთა ქართველურ-კავკასიური სახელწოდებები; ანალოგიური გამოკვლევა ეკუთვნის ორნითოლოგიაში; შეისწავლა მეცხვარეობის ქართველურ-კავკასიური ტერმინილოგია, ხალხური მედიცინისა და სამკურნალო მცენარეთა სახელწოდებები; დაბეჭდა სტატიები ქართული ლიტერატურის მხატვრული თარგმანის პრობლემების, ქართული პოეტური ფოლკლორის შესახებ (რუსულ ფოლკლორთან მიმართებით) და სხვ. უკანასკნელ წლებში ეწევა ინტენსიურ ლექსიკოგრაფიულ მუშაობას. იგი მთავარი რედაქტორია ორტომიანი ქართულ-ინგლისური ლექსიკონისა (2006). კვლევით მუშაობასთან ერთად, ნაყოფიერად თარგმნის ქართულ ლიტერატურას. თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს ვაჟა-ფშაველას სამი პოემა ("ალუდა ქეთელაური", სტუმარ-მასპინძელი", "გველის მჭამელი"), ილია ჭავჭავაძის "მეფე დიმიტრი თავდადებული", გ. ტაბიძის რჩეული ლექსები, ტ. ტაბიძის ზოგიერთი ლექსი და ხალხური პოეზიის ნიმუშები ("ლექსი ვეფხისა და მოყმისა"). თარგმნა აგრეთვე ა. წერეთლის "ჩემი თავგადასავალი".

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.391

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: