The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურა რთველიაშვილი

ზურა რთველიაშვილი
ოფიციალური სახელი:ზურაბ რთველიაშვილი
დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1967
გარდაცვ. თარიღი:20 აპრილი, 2021  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი, სამოქალაქო უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

დაბადეების ადგილი: ქ. ყარაღანდა, ყაზახეთი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1987-1990 წლებში მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში; 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით; მონაწილეობდა 2003 წელს "ვარდების რევოლუციის" პერიოდის საპროტესტო გამოსვლებში; 2005 წლიდან გამოდიოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის კრიტიკით; იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის ინსტიტუტის" ერთ-ერთი ლიდერი; 2010-2020 წწ. პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობდა შვედეთში; გამოქვეყნებული ჰქონდა რამდენიმე პოეტური კრებული; მონაწილეობდა პოეტურ პერფორმანსებში საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ნორვეგიულ, ჰოლანდიურ, უკრაინულ, რუსულ, სპარსულ, აზერბაიჯანულ და ბენგალურ ენებზე. შესრულებული აქვს როლები ფილმებში, მათ შორის მთავარი როლი გერმანელი რეჟისორის ჯულიან რადლმაიერის მხატვრულ ფილმებში "მოლანდება ევროპაში" (2011) და "ბიურგერული ძაღლის თვითკრიტიკა" (2017). შვედეთში ცხოვრების პერიოდში ზურა რთველიაშვილი თანამშრომლობდა სტოკჰოლმის ავანგარდულ თეატრთან "GILJOTIN", სადაც დაიდგა მისი ექსპერიმენტული სპექტაკლი "PASS PORT". პერფორმერი, მულტიმედია არტისტი, სამოქალაქო აქტივისტი.

წყარო: levurelitteraire.comწყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.266

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის
    პოეზიის დიქტატურა : კრებული / ზურაბ რთველიაშვილი.-თბილისი : ინტელექტი, 2017.- 140გვ.

ბიბლიოგრაფია

  • პოეზიის დიქტატურა : კრებული (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2017. - 140გვ.. - ISBN: 9789941470660
  • ანარქია : პოეზია (ავტორი). - თბილისი, სიესტა, 2006. - 90გვ.
  • აპოკრიფი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, კავკასიური სახლი, 2002. - 32გვ.
  • ირექცია : ლექსები (ავტორი). - თბილისი, რუბიკონი, 1997. - 49გვ.

გააზიარე: