The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრო რურუა

ანდრო რურუა
დაბადების თარიღი:1931
გარდაცვ. თარიღი:2008  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დაიწყო მუშაობა; 1961 წლიდან სამუშაოდ გადავიდა რუსთავის "ავტომატმრეწვის" ინსტიტუტში, სადაც მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საქართველოში პირველი ელექტრონული გამოთვლითი მანქანების ცენტრი; პარალელურად ამ დარგში კათედრის მომზადებაზე იზრუნა და რუსთავის ტექნიკურ სასწავლებელში ზრდიდა მომავალ დარგის სპეციალისტებს; შემდგომ თბილისის ტექნიკურ უნიერსიტეტში განაგრძო ლექციების კითხვა. მოსკოვში დაიცვა დისერტაცია სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, იმავდროულად მონაწილეობდა დიდ საკავშირო და საერთაშორისო სიმპოზიუმებში და ფართო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე გამოდიოდა ლექციებით; ინსტიტუტ "ავტომატმრეწვში" მუშაობისას ხელმძღვანელობდა მილსაგლინავ "აგრეგატ 400"-ის უნივერსალური მართვის ავტომატიზებული სისტემის შექმნას, რაც პირველი იყო საბჭოთა კავშირში და შემდგომ დაინერგა სხვა მონათესავე საწარმოებში და საზღვარგარეთ; მან უდიდესი წვლილი შეიტანა რუსთავის ტექნიკურ-საინჟინრო-სამეცნიერო ინტელიგენციის აღზრდისა და ჩამოყალიბების საქმეში; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინსტიტუტ "ავტომატმრეწვს"; მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა მრავალი ტექნიკური სიახლე ენერგეტიკის დარგში; ავტორია ათობით სამეცნიერო მონოგრაფიის და გამოგონების; იყო საერთაშორისო კონფერენცია "საიდენტიფიკაციო სისტემების მართვის ამოცნობის" საპროგრამო კომისიის წევრი და სამეცნეირო ჟურნალ "ინტელექტის" რედკოლეგიის წევრი; აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, "რუსთაველის" საზოგადოებასა და დემოგრაფიის პრობლემებზეც ზრუნავდა.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.122-123

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: