The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ რურუა

ნიკოლოზ რურუა
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1968
გარდაცვ. თარიღი:4 დეკემბერი, 2018  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი 1993 წელს; ჯორჯიის სახელმწიფო სამართალმცოდნეობის სკოლა (ატლანტა, აშშ).

1999-2000წწ. ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირი; 2000 წელს იყო ატლანტის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2000-2001წწ. ჯორჯიის ნატურალური რესურსების დაცვის დეპარტამენტის იურისტი (აშშ); 2002-2004წწ. გაზეთ "24 საათის" იურიდიული ექსპერტი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008 წ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით2008-2009წწ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი; 2009-2012წწ. საქართველოს კულტურის,  ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. იურისპუდენციის დოქტორი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.400; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.299

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2008-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2008)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: