The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ რუხაია

გრიგოლ რუხაია
დაბადების თარიღი:4 მაისი, 1949
გარდაცვ. თარიღი:5 თებერვალი, 2013  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.   

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს.

1984 წელს გამოდის მისი ლექსების პირველი კრებული "ალვის ჩრდილი ერდოზე". ამის შემდეგ მისი ლექსები, მოთხრობები და  ესსეები  სისტემატიურად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ და მართლმადიდებლურ ჟურნალებში. 2003 წელს გაზეთ "ტრიბუნაში" იბეჭდება მისი რომანი "სოკოები ცხუმის თავზე"; გ. რუხაია სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ სტამბის რედაქტორად, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაზეთის რედაქტორად, საქართველოს სპორტკომიტეტის სპორტული ალმანახის რედაქტორად, ჟურნალ "ნობათის" პასუხისმგებელ მდივნად, კულტურის სამინისტროს მეთოდურ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორად. "სალიტერატურო გაზეთის" პოეზიის განყოფილების რედაქტორად. ბოლოს იგი იყო დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალის "ამერ-იმერის" სარედაქციო საბჭოს წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების რედაქტორი. პროზაიკოსი, ესეისტი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.272

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (199?-2013)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
  • 2009 - იოსებ გრიშაშვილის სახელობის პრემია
  • 1990 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია, წლის საუკეთესო მოთხრობები
    ხირჩლა, ყურშა და სხვანი : მოთხრობები /გრიგოლ რუხაია. - თბილისი : საბჭ. საქართველო, 1990. - 173გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: