The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგო რცხილაძე

გიგო რცხილაძე
ოფიციალური სახელი:გრიგოლ რცხილაძე
სხვა სახელი:ზანგი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:1934  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:იურისტი, კრიტიკოსი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფანიანი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

ადრევე ჩაება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში; მოგვიანებით, როგორც სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი, დაპატიმრებული იყო მეტეხის ციხეში; 1908 წლის  3 სექტემბერს გაიმართა მწერალთა საზოგადოების დამფუძნებელი კრება, რომელმაც აირჩია "სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების" საბჭო შემდეგი შემადგენლობით: გრიგოლ რცხილაძე (თავმჯდომარე), იროდიონ ევდოშვილი, შიო არაგვისპირელი, კოტე მაყაშვილი, ილია ზურაბაშვილი, საპატიო წევრად აკაკი წერეთელი. საბჭომ მისი რედაქტორობით გამოსცა ლიტერატურული კრებული "გრდემლი", ბესიკის ნაწარმოებები და სხვა მრავალი. 1906-1907წწ. იგი რედაქტორობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთს "მეგობარს"; 1909-1924წწ. იყო "სახალხო გაზეთის" თანარედაქტორი; იყო აგრეთვე უნივერსიტეტის დაარსების საზოგადოების გამგეობის წევრი, შემდეგ იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ბოლო წლებში მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში იურისკონსულად. ფართო მკითხველი მას იცნობდა როგორც მახვილი კალმის კრიტიკოსს. მისი სტატიები იბეჭდებოდა "ზანგის" ფსევდონიმით. 1923 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა სამოქალაქო სამართლის კურსს. ამ დარგში აქვს გამოკვლევები და თეორიული ხასიათის წერილები.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბლოგი: pirvelirespublika.blogspot.comკახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.495

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი
  • საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

გააზიარე: