The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა საითიძე

გოჩა საითიძე
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1970  (53 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1993 წელს; თსუ-ის ასპირანტურა საქართველოს ისტორიის სპეციალობით; სტუდენტობის პერიოდში იყო აკად. სიმონ ჯანაშიას სახელობის სტიპენდიატი.

1994 წელს  მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლად, სადაც 2009 წლამდე საქმიანობდა; 2003-2009 წლებში იყო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე; 1993-1995 წლებში მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთებში: "კავკასიონი", "The Georgian Times" და სხვ; 1995-1997 წლებში იმყოფებოდა გერმანიაში და სწავლობდა ჯერ ქ. ზაარბრიუკენის, შემდეგ კი - ქ. ტრირის უნივერსიტეტებში; 1997-1999 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია "იბერიაში", იყო საისტორიო გადაცემის - "სახეების" ავტორი; 1998 წლიდან თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრაზე კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიასა და ქართული დიპლომატიის ისტორიაში; იყო კათედრის დოცენტი, სწავლული მდივანი, კათედრასთან არსებული სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი; 1998 წელს გახდა საისტორიო ჟურნალ "არტანუჯის" რედკოლეგიის წევრი; 2000-2003 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ახალგაზრდა მეცნიერთა საპრეზიდენტო სტიპენდიატი, ხოლო 2008 წელს - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების (რუსთაველის) ფონდის შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიატი; 2003 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, "სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრი" დააარსა, რომლის უმთავრეს მიზანს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქართული მატერიალური და კულტურული ძეგლების შესწავლა წარმოადგენს; ამ დროიდან მოყოლებული დღემდე, ცენტრმა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არაერთი სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო; 2003 წელს იყო საქართველოს ისტორიის კვლევის, სწავლების და პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის შემმუშავებელი კომისიის წევრი; 2003 წლიდან - საისტორიო ჟურნალ "საისტორიო ვერტიკალების" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2005-2006 წლებში - თსუ-ის ისტორიის მიმართულების დარგობრივი სარედაქციო-საგამომცემლო კოლეგიის თავმჯდომარე; 2008 წლიდან დღემდე - საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის წევრი; 2005 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2005-2006 წლებში იყო თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი; 2006 წელს - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2006-2009 წლებში - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2007-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; 2011 წლიდან მოღვაწეობს კავკასიის უნივერსიტეტში, არის მედიის სკოლის პროფესორი. გ. საითიძე სისტემატურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და სამეცნიერო კონფერენციებში (იაპონიაში, რუსეთში, გერმანიაში, თურქმენეთში, შვეიცარიაში და სხვ.); სხვადასხვა დროს, სამეცნიერო მივლინებებით იმყოფებოდა მოსკოვის ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში, მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივში, ზაარლანდის, ფრაიბურგის, ტოკიოს უნივერსიტეტებში და სხვ; 2005 წლიდან არის სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო პროექტის მონაწილე, ხელმძღვანელი, კერძოდ: "სამიმოსვლო გზები კავკასიაში და მათი უსაფრთხოება. რუსეთის იმპერიის ინტეგრაციის პრობლემა 1780-1860 წლებში", "ტაო-კლარჯეთი - ისტორიისა და კულტურის ძეგლები (გეოინფორმაციული სისტემა და ინტერაქტიული ვებ-რუკა)", "ტაო-კლარჯეთი - ისტორია და კულტურა" და სხვ; იკვლევს საქართველოს შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ისტორიის სამხედრო-პოლიტიკურ ისტორიას, ქართული დიპლომატიის ისტორიას, ქართულ-რუსულ და ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, XIX-XX საუკუნეების საქართველოს ეკლესიის ისტორიას, ისტორიული სამხრეთ საქართველოს - მესხეთის ისტორიას და სხვ. ავტორია ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, თურქულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებული 10-ზე მეტი წიგნისა და ბროშურის, 100-ზე მეტი სამეცნიერო, 450-ზე მეტი საგაზეთო, საჟურნალო და საენციკლოპედიო სტატიის. ისტორიის დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმერეთის სამეფოს ურთიერთობა რუსეთთან XVII საუკუნის 40-50-იან წლებში", დაიცვა 1998 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: