The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ-გელა სალუაშვილი

მიხეილ-გელა სალუაშვილი
ოფიციალური სახელი:მიხეილ სალუაშვილი
დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1958
გარდაცვ. თარიღი:1 აპრილი, 2021  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1980–1982 წწ. მუშაობდა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში; 1983–1989წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის "ლითონის კონსტრუქციების" კათედრაზე; 1990–1991წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის "სამოქალაქო თავდაცვის ციკლის" უფროსად; 1991–1995წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის "სამშენებლო კონსტრუქციების" კათედრის გამგის მოადგილედ - "დაცვითი ნაგებობების" უფროსად; 1991 წელს იყო საბურთალოს საკრებულოს თავმჯდომარე; 1992 წლის იანვარიდან იყო სამართლიანობის აღდგენის კავშირი "ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლის" ლასკარის თავმჯდომარე; 133 კრებულისა და 3000-მდე საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი და თადარიგის უფროსი ლეიტენანტი; 2018 წელს იყო საპრეზიდენტო კანდიდატი; მონაწილეობა ჰქონდა საპრეზიდენტო (2013, 2018) და თბილისის მერის არჩევნებში (2014); 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო 1376 (0,08%) ხმა; 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო 2970 (0,19%) ხმა; 2018 წლიდან იყო "თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის" პრეზიდენტი. თეოლოგი, კონსტიტუციონალისტი, ტექნიკური მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს სულიერი მისიის კვლევით დაკავებული პოლიტიკოსი.

წყარო: საპრეზიდენტო კანდიდატი: მიხეილ სალუაშვილი: web.archive.org


გააზიარე: