The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი სამსონაძე

ირაკლი სამსონაძე
დაბადების თარიღი:31 მაისი, 1961  (62 წლის)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1983 წელს.

1989-1996წწ. იყო გამომცემლობა "მერანის" თანამშრომელი; ალმანახ "დრამატურგის" მთავარი რედაქტორის მოადგილე და მთავარი რედაქტორი.

არის 17 პიესის ავტორი. 2000 წელს გამოცემული აქვს პიესების კრებული "ტრიპტიქი"; 2001 წელს მოთხრობების წიგნი "გარეუბანი", 2002 წელს რომანი "ყურთბალიში". მისი მოთხრობები შესულია კრებულში "15 საუკეთესო მოთხრობა". მიღებული აქვს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია, არის ლიტერატურული კონკურსი "კვალის" გამარჯვებული (2004).

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.148

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1985-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1980-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - პრემია "საგურამო"
  • 2004 - ლიტერატურული პრემია "საბა"
  • 2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: