The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე სანაია

ოფიციალური სახელი:კონსტანტინე სანაია
დაბადების თარიღი:1923
გარდაცვ. თარიღი:30 ოქტომბერი, 1996  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1946 წელს.

1946-1949წწ. იყო თსუ-ს ფილოსოფიისა და ლოგიკის კათედრის ასპირანტი (ხელმძღვ. კოტე ბაქრაძე); შემდგომ მუშობა განარგძო უნივერსიტეტში დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის კათედრის ასისტენტად; 1952-1959წწ. ნ. ბარათაშვილის სახელობის გორის პედინსტიტუტში, მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრაზე ჯერ უფროს მასწავლებლად, შემდეგ - დოცენტად; 1959 წლის აპრილიდან კი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1966 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი - ლოგიკის განყოფილების ხელმძღვანელად; მუშაობდა კლასიკური ლოგიკისა და მეცნიერების მეთოდოლოგიის პრობლემებზე; მის ნაშრომებში გამოკვლეულია ფორმალური ლოგიკისა და მეცნიერული შემეცნების საფუძვლები; იგი აყალიბებს ცნების ორიგინალურ განსაზღვრებას, რომელსაც შემეცნების თეორიასთან აკავშირებს, იკვლევს დედუქციური დასკვნის ბუნებას თანამედროვე მოძღვრებების შუქზე; მან საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო სისტემური კვლევის მეთოდის ფილოსოფიური ასპექტების შესწავლა, ასევე მეცნიერული შემეცნების ლოგიკის აქტუალური პრობლემების კვლევა; მისი მეცნიერული გამოკვლევები ხასიათდება განსაკუთრებული სიზუსტითა და კონკრეტულობით; იყო 70-მდე სამეცნიერო შრომისა და წიგნის ავტორი. ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1952), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1972).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ცნება როგორც ასახვის ფორმა", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.149; XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ანთოლოგია. ტ. 2. ნაკვ. 2 / შემდგ. ე. კოდუა.-თბ.,2002.-გვ.301

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: