The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სანიკიძე

გიორგი სანიკიძე
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1962  (61 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1984 წელს.

1986 წლიდან მუშაობდა გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1996-2002 წლებში - თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი და პროფესორი; 2006-2010წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; სხვადასხვა დროს მიწვეული მკვლევრის სტატუსით მუშაობდა პარიზი-სორბონა-III და პარიზი-სორბონა-IV უნივერსიტეტებში, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში, ჰოკაიდოსა და ოსაკას უნივერსიტეტებში. მიღებული აქვს ფულბრაიტის, დიდროს, იაპონიის ფონდის, ჰოკაიდოს უნივერსიტეტის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის, კარნეგის ფონდის, რუსთაველის ფონდის, ამსტერდამის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის, ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს", "ევრაზიის" ფონდის, INTAS-ის სტიპენდიები და გრანტები; არის დაახლოებით 50 სამეცნიერო პუბლიკაციის (გამოქვეყნებულია 9 ქვეყანაში), არაერთი სახელმძღვანელოსა და საგაზეთო სტატიის ავტორი; მონაწილეობდა 70-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო ფორუმში; ლექციებს კითხულობდა კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში; მონტანას უნივერსიტეტში; სორბონა-III და სორბონა-IV უნივერსიტეტებში; ვასედას, ჰოკაიდოს, ოსაკას და კიოტოს უნივერსიტეტებში; მეხიკოს იბეროამერიკანას და ანაჰუაკის უნივერსიტეტებში. არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ასოციაციისა და საზოგადოების წევრი. სამეცნიერო ინტერესის სფეროები: ახლო აღმოსავლეთის (უპირველესად ირანის) ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა; საქართველოსა და კავკასიის ისტორიული ურთიერთობები აღმოსავლეთის ქვეყნებთან; თანამედროვე ისლამთან და ისლამურ მოძრაობებთან დაკავშირებული პრობლემები; "ორიენტალიზმის" საკითხი და აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობები; აღმოსავლური ისტორიოგრაფია. 2012 წელს ირანისტიკისა და ისლამმცოდნეობის დარგებში განხორციელებული კვლევებისათვის მიღებული აქვს "ფარაბის საერთაშორისო პრემია" (იუნესკოს და ისესკოს (ირანისტიკისა და ისლამმცოდნეობის კვლევითი ცენტრი, ირანი) ერთობლივი კონკურსი). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ისმაილიანთა სახელმწიფოს შექმნა ირანში", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "შიიზმი და სახელმწიფო ირანში", დაიცვა 2001 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.432; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის შეერთებული შტატების სლავური კვლევების ასოციაცია, წევრი (2005-)
  • ირანული სამყარო, წევრი (2002-)
  • საფრანგეთის ინტერსაუნივერსიტეტო კვლევითი ჯგუფი–"ისლამური ცივილიზაცია", წევრი (1995-1996)
  • საქართველოს ბიბლიოთეკების განვითარების ფონდი, წევრი (1995-2000)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: