The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თედო სახოკია

თედო სახოკია
დაბადების თარიღი:2 მარტი, 1868
გარდაცვ. თარიღი:17 თებერვალი, 1956  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ეთნოლოგი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხეთა, ზუგდიდის მაზრა.

მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. 1884 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა არალეგალურ წრეში მონაწილეობისთვის. 1886 წლიდან სწავლობდა ჯერ ჟენევის უნივერსიტეტში, შემდეგ პარიზის სორბონის უნივერსიტეტში.  1888 წლიდან ლიტერატურული მოღვაწეობა, ილია ჭავჭავაძის "ივერიაში" დაიწყო. 1900 წელს შევიდა პარიზის უმაღლეს ანთროპოლოგიურ სასწავლებელში. 1901 წლიდან თანამშრომლობდა რომში მიხეილ თამარაშვილთან. 1902 წლიდან იყო საფრანგეთში მყოფი ქართველების არალეგალური გაზეთის "საქართველოს" თანარედაქტორი. თანამშრომლობდა საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში ("დროება", "სახალხო გაზეთი", "ნოვოე ობოზრენიე", "კავკაზ"), განსაკუთრებით კი – "ცნობის ფურცელსა" და "მოამბეში", რომლებისთვისაც პარიზიდან აგზავნიდა წერილებს. 1906 წელს რევოლუციონერების დასახმარებლად საქართველოში უცხოეთიდან იარაღის ჩამოტანის გამო დააპატიმრეს და 1908 წელს ციმბირში გადაასახლეს. 1916 წლიდან საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში. 1917-1924წწ. იყო ქართულისა და ფრანგულის მასწავლებელი ჯერ სასულიერო სემინარიაში, შემდეგ ქართულ გიმნაზიაში. მისი თარგმანები ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. მან შეკრიბა ქართული ანდაზები(გამოქვეყნდა 1967) და ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი (ტ. I-III, 1950-1955).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.322; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.125-159

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პარიზის საანტროპოლოგიო საზოგადოება, საზღვარგარეთელი წევრ-კორესპონდენტი (1904-)
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი (1934-)
  • საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტია, წევრი (1902-1919)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: