The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ სეფერთელაძე

ზურაბ სეფერთელაძე
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1971 წელს. 1972-1976წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი.

1974-1985წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი; 1985-1994წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1994-1996წწ. პროფესორი; 1996-2006წწ. ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე; 2000-2006წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების გამგე (შეთავსებით); 2003-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში; 2006-2012წწ. პროფესორი, ფიზიკური გეოგრაფიის მიმართულება; 2012-2016წწ. პროფესორი, ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი; 2017 წლიდან პროფესორი, ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრის გამგე. მის სადისერტაციო ნაშრომში გაანალიზებულია ბუნებრივ-ანთროპოგენური კომპლექსების ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი დიფერენციაციის კანონზომიერებანი; განხილულია მისი დიფერენციაციისა და ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების უახლესი პრინციპები და მეთოდები. ბუნებრივ ანთროპოგენური ლანდშაფტების კლასიფიკაციისას გათვალისწინებულია ადამიანის სამეურნეო ზემოქმედების გარკვეული მიმართულება სახალხო მეურნეობის დარგებში, ადამიანის სამეურნეო ზემოქმედების ხასიათი და ტერიტორიების სამეურნეო ათვისება-გამოყენების პოტენციური შესაძლებლობები; შეიმუშავა ბუნებრივი კომპლექსები რეგიონული და ტიპოლოგიურ ერთეულთა თვისობრივად ახალი სისტემა; შეადგინა ძირითადი ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების რუკა. მისი სამეცნიერო ინტერესებია: საქართველოს ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტები; რეგიონული ბუნებათსარგებლობის და გარემოს მდგრადი განვითარების პრობლემები; კომპლექსური ფიზიკურ გეოგრაფიული და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური პრობლემები; დასავლეთ საქართველოს ბუნებრივ-გეოგრაფიული ზონირება სუბტროპიკულ კულტურათა გავრცელების ოპტიმალური პირობების გამოვლენის მიზნით. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. 2000 წლიდან კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალი, რედკოლეგიის წევრი; 2000 წლიდან ჟურნალი "საქართველოს გეოგრაფია", რედკოლეგიის წევრი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1995).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ამიერკავკასიის ნოტიო სუბტროპიკების გამოყენებითი ლანდშაფტური დახასიათება (შავი ზღვის აჭარა-გურიის ზღვისპირა მაგალითზე)", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბუნებრივ-ანთროპოგენური კომპლექსების დიფერენციაციისა და ბუნებათსარგებლობის პრობლემები (ანალიზი და სინთეზი)", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.231-232; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1995-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: