The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ სეხნიაშვილი

ზურაბ სეხნიაშვილი
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1945
გარდაცვ. თარიღი:2021  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1968 წელს.

1965-1989წწ. მუშაობდა ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის სახელოსნოში. ამ დროის განმავლობაში, ნამუშევარი აქვს 60 ძეგლზე, მათ შორის სვეტიცხოველზე, ქსნის ციხეზე, დადიანების სასახლეზე ზუგდიდში, დრანდის ტაძარზე, შატილის კომპლექსზე, სამშვილდის ნაქალაქარზე, წმნინდა შიოს მონასტერზე რუისპირში, ყვარლის ეკლესიაზე, დავითგარეჯის მონასტერზე, ბერთუბანზე, უდაბნოზე, თელავის ერეკლე II-ის სასახლეზე და სხვა. გამოფენები: 1975-1991წწ.  "საგაზაფხულო" და "საშემოდგომო" გამოფენები მხატვრის სახლში; "საგნობრივი ხელოვნების გამოფენა" (1986); "პოპ არტი" (1988); გამოფენა "ქართველი მხატვრები" (შვეიცარია,1990); გამოფენა "ქართველი მხატვრები" (გერმანია, 1994 ); "ცისფერი გალერეა" (საშობაო გამოფენა, 1996-1998); "ბაია გალერეა" (ნონკონფორმიზმის კლასიკოსები, 2004); "ვერნისაჟი", სამოცდაათიანი წლების ქართველ ავანგარდისტთა ჯგუფური გამოფენა "რეპრესირებული ხელოვნება 17 წლის შემდეგ" (2005); საგამოფენო დარბაზი "უნივერსი" - გამოფენა "მოხატული თეფშები" (2005);  "ქარვასლა", "მაისის თბილისი" (2009); "ვერნისაჟი", "ტროტუარების მემუარები" (2010). პერსონალური გამოფენები: 2000 წლის 18 ივნისი - "ვერნისაჟი", "მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს"; 2000 წლის ნოემბერი - გამოფენა გაეროს სახლში; 2015 წლის 23 ივნისი - "შარდენი". სეხნიაშვილის ნახატები დაცულია კერძო კოლექციებში. აღგდენილი აქვს 60-ზე მეტი ისტორიული ძეგლი, მათ შორის მუშაობდა სვეტიცხოველზე, დავით გარეჯაზე. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ გამოფენაში. 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილ იქნა მისი ნამუშევარი. მხატვარი-რეტავრატორი. 

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 22-25; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.geghn.ge


გააზიარე: