The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ სირაძე

რევაზ სირაძე
დაბადების თარიღი:3 ივნისი, 1936
გარდაცვ. თარიღი:4 სექტემბერი, 2012  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს.

1962–1966წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტი; 1968–1978წწ. დოცენტი; 1978 წლიდან პროფესორი; 2008 წლიდან არის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის "ქართული უნივერსიტეტის" პროფესორი; რუსთაველის ქართული ლიტერატურის რუსთველოლოგიური კვლევის ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. არის ავტორი ნაშრომებისა: "ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიიდან"(1987); "ლიტერატურულ–ესთეტიკური ნარკვევები" (1987); "ქართული აგიოგრაფია" (1987); "სახისმეტყველება" (2000); "კულტურა და სახისმეტყველება" (2008).

სადოქტორო დისერტაციის თემა – "ძველი ქართული ლიტერატურულ–ესთეტიკური აზრის განვითარება ( V-XIII სს.)", დაიცვა 1976 წელს.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.60

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2008-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - პრემია "საგურამო"
  • 1998 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: