The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფრიდონ სიხარულიძე

ფრიდონ სიხარულიძე
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1937
გარდაცვ. თარიღი:15 ოქტომბერი, 2010  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთაბვრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1961 წელს.

1963-1965წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის უნივერსიტეტში ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ისტორიის ასპირანტი; 1972 წელს მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1972-1986წწ. იყო  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხალხთა მეგობრობის მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1987-2000წწ. წლებში ეროვნულ ურთიერთობათა კვლევის ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი; 2000-2006წწ. წლებში პოლიტოლოგიის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა რუსეთის არქივებში, მათ შორის საბჭოთა კავშირის სხვადასხვა არქივებში და ეძებდა ქართველთა კვალს. მისი მონაწილეობით გაითხარა დონის მონასტერის ქართული საფლავები; გამოქვეყნებული აქვს 73 სამეცნიერო ნაშრომი და არაერთი წიგნი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1969), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1993).

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: