The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქსენია სიხარულიძე

ქსენია სიხარულიძე
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1909
გარდაცვ. თარიღი:13 ოქტომბერი, 1976  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1929 წელს. 

1936 წლიდან მუშაობდა უნივერსიტეტთან არსებულ შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებაში, 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა ფოლკლორისტიკის კათედრას. იკვლევდა ქართული ფოლკლორის აქტუალურ პრობლემებს: საბავშო ფოლკლორს, საწესჩვეულებო პოეზიას, საგმირო და საისტორიო ზეპირსიტყვიერებას, ფოლკლორულ-ლიტერატურულ ურთიერთობებს და სხვა. ძირითადი ნაშრომები: "ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება" (1949), "ქართველი მწერლები და ხალხური სიტყვიერება" (I, 1956: II, 1966), "ქართული ხალხური საინტერესო სიტყვიერება"( სამ ტომად, 1961, 1964, 1967), "ქართული ხალხური საგმირო პოეზიის საკითხები" (1970), "ქართული ფოლკლორისა და თეორიის საკითხები" (1976) და სხვა. დიდი ამაგი დასდო ფოლკლორულ ნიმუშთა შეკრებასა და გამოცემას. ნაშრომები თარგმნილია რუსულ, უნგრულ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1954).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.414

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნარატიული ფოლკლორის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოების , წევრი (1969-)
  • სკკპ, წევრი (1951-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: