The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ სონღულაშვილი

ავთანდილ სონღულაშვილი
დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიღომი, მცხეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1980 წელს.

1981-1985წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1997წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997-2005წწ. - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2006წწ. - სსო სახელმწიფო უნივერსიტეტის (ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ისტორიის პროგრამის ხელმძღვანელი; 1986-2006წწ. - ამავე უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი; 2006 წლიდან - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2007-2009წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მოწვეული სპეციალისტი (მასწავლებელი); 2009-2013წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მოწვეული პროფესორი (სრული); 2013 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თბილისის გარეუბნების სოციალეკონომიკური განვითარება 1921-1941 წლებში", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -  "საქართველოს ქალაქების საგარეუბნო ზონათა ისტორია 1960-1985 წლებში", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.433; ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი: institutehist.ucoz.net

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია (პრემია)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: