The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ სოსელია

ეთერ სოსელია
დაბადების თარიღი:1949  (75 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი, სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის სპეციალობა 1970 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა - 1974 წელს.

1975-2010წწ. - გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, აღმოსავლურ ენათა ტიპოლოგიის ლაბორატორია, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლიდან ლაბორატორიის გამგემდე; 1994-2004წწ. - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართველურ ენათა აქტუალური პრობლემების კვლევის ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-2004წწ. - ამავე ინსტიტუტის ახალი ქართული ენის კათედრა, მოწვეული პროფესორი; 1999-2007წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრა, მოწვეული პროფესორი; 2008-2011წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტი, მოწვეული პროფესორი; 2009 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური გამოცემისა და "ქართული ენის თესაურუსის" კომიტეტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2011 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო შრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სემანტიკური უნივერსალიები და ქართველური ენები: ფერთა კატეგორიზაციის მოდელები", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.489; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: