The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით სოსლანი

დავით სოსლანი
დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:1205
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

დავით სოსლანი იყო სახელმწიფო მოღვაწე, თამარ მეფის მეორე მეუღლე. თამარმა იქორწინა მასზე 1187 წელს დიდუბის სასახლეში. წყაროს ცნობით, დავით სოსლანი იყო თამარის მამიდის, რუსუდანის "გაზრდილი". მემატიანე ახასიათებს როგორც ზნეობრივი და რაინდული თვისებებით შემკულ, სასიამოვნო გარეგნობის კაცს. დავით სოსლანი სარდლობდა ქართველთა ლაშქარს თითქმის ყველა დიდ ბრძოლაში (ლაშქრობა XII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ბარდავის მხარეში, არზრუმში - კარნუ-ქალაქში, გელაქუნში, ბელაქანში, განძის მიდამოებში, შამქორის ბრძოლაში 1195, ბასიანის ბრძოლაში 1203). როგორც თანამეფე, სოსლანი სახელმწიფოს გამგებლობაშიც მონაწილეობდამის წარმომავლობაზე არ არსებობს ერთიანი აზრი. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი იყო ოსეთში დამკვიდრებულ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. მკვლევართა აზრით, ეს შტო მომდინარეობს გიორგი I და ალანთა ტომის ასულის ალდე დედოფლის ვაჟის დემეტრესაგან. ვახუშტის ცნობით, დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გაიქცა, იქ იქორწინა მეფის ასულზე და თვითონაც ოსთა მეფედ იწოდა. დავით სოსლანი მისი შთამომავალი იყო. დავით სოსლანს ბაგრატიონად მიიჩნევს "ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეც". ზოგი მკვლევრის მოსაზრებით, დავით სოსლანი ცარაზონთა ოსურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი ცნობები საისტორიო წყაროებში არ ჩანს და ეს თვალსაზრისი ზეპირ ვარაუდად რჩება.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.411


გააზიარე: