The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგი სულაკაური

გიგი სულაკაური
დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1953
გარდაცვ. თარიღი:13 დეკემბერი, 2012  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს.

1978 წელს იყო ალმანახ "საუნჯის", 1979 წელს მთარგმნელობითი კოლეგიის განყოფილების და ჟურნალ "მნათობის" პოეზიის განყოფილების რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებულები: "საგნები თოვლში" (1982), "ზოდიაქოს ბორბალი" (1985), "ხეები, ბიჭი და სხვ..." (1995), "ქუჩის ბიჭების გასაგონად" (2000); მოთხრობების კრებულები: "მე და ჩემი ლიზა" (2004), "თამაში რევოლვერით" (2009).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.290

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1983-1998)
  • საქართველოს პენ-კლუბი, ვიცე-პრეზიდენტი (1977-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - ლიტერატურული პრემია "საბა"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: