The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით სულიაშვილი

დავით სულიაშვილი
სხვა სახელი:ლიხელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1884
გარდაცვ. თარიღი:6 ნოემბერი, 1964  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა სურამი.

სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე.

1917-1920წწ. მუშაობდა რედაქციებში მდივნად; 1920-1921წწ. იყო სურამში ქალაქის თვითმმართველობაში მმართველის თანამდებობაზე; 1921-1922წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმეთა მმართველი; 1922-1924წწ. ბაქოში რუსეთ–სპარსეთის ამხანაგობის კანტორის მმართველი; 1924-1927წწ. ჟურნალ "რევოლუციური მატიანის" სწავლული მუშაკი; 1927-1935წწ. ცენტრალური არქივის განყოფილების გამგე; 1905-1907წწ. აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ ბრძოლებში გორში, ჭიათურაში, შორაპანში. ავტორია წიგნებისა: "ცხოვრების ტალღებში"(1926, მოთხრობა), "ნაღვერდალი"(1928, მონოგრაფია), "შაქრო ჩოდრიშვილი"(1929, მოგონება), "მეორე დღეს"(1929), "შორეული ქრონიკა"(1931), "მეგობრის სისხლი"(1942, მოთხრობა), "თევდორე"(1943, ისტორიული მოთხრობა), "ზურაბის ციხე"(1946, მოთხრობა). რევოლუციონერი, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, მწერალი, ბელეტრისტი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.326

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მწერალთა კავშირის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)
  • სკკპ, წევრი (1949-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • შორეული : ქრონიკა (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის 1-ლი სტ., 1931. - 236გვ.
  • ჩიკორი : მოთხრობა (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1930. - 76გვ.
  • ნაღვერდალი : რომანი (ავტორი). - ტფილისი, ზარია ვოსტოკას სტამბა, 1927. - 143გვ.
  • ცხოვრების ტალღებში : მოთხრობები (ავტორი). - ტფილისი, შრომა, 1926. - 116გვ.

გააზიარე: