The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია სურგულაძე

მზია სურგულაძე
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1967 წელს.

1971 წელს მუშაობა დაიწყო კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების გამგე. მისი სადისერტაციო ნაშრომები ეხებოდა ძველ ქართულ პალეოგრაფიულ ტერმინებსა და ქართულ საისტორიო აქტებს. მისი ინტერესების სფეროა დოკუმენტური წყაროების სტრუქტურა და სემანტიკა, შუა საუკუნეების სოციალური სინამდვილისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთმიმართება, ისტორიული გენეალოგია და ქრონოლოგია, ისტორიული ონომასტიკონი. ავტორია 70-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და სკოლის სახელმძღვანელოების. მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, წყაროთმცოდნე.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ელენე მეტრეველის სახელობის მედალი
  • ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: