The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სურგულაძე

დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1932  (91 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხარაგაული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1964-1967წწ. იყო ლენტეხის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ქირურგი; 1967-1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1971-1979წწ.ამავე კათედრის ასისტენტი, 1979 წლიდან დოცენტი; 1972-1992წწ. მუშაობდა სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკისა და ინტერნატურის დეკანის მოადგილედ. არის 42 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გასტროდუედენალური პროფუზულისისხლდენის კლინიკა და მკურნალობა", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.257; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის აკად. გ. მუხაძის სახელობის ქირურგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების მედალი

გააზიარე: