The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი სურგულაძე

ირაკლი სურგულაძე
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1936
გარდაცვ. თარიღი:7 სექტემბერი, 2003  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ეთნოლოგი, მეცნიერი, მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თსუ ეთნოგრაფიის კათედრაზე; კითხულობდა ლექციებს  ქართველთა სარწმუნოების ისტორიის შესახებ, პერიოდულად თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში; მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში საქრთველოს ეთნოგრაფიის განყოფილებაში; 1981 წლიდან ისტორიისა და ეთნოლოოგის ინსტიტუტის საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილებაში; ხელმძღვნელობდა განყოფილების თეორიულ სემინარს, შემდეგ კი განყოფილებას; იყო ჟინვალის, კახეთის, ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის ეთნოგრაფიული ექსპედიციების ხელმძღვანელი; წლების მანძილზე თანამშრომლობდა ირაკლი აბაშიძის სახელობის ქართული ენციკლოპედიის რედაქციასთან; იყო ისტორიის რედაქციასთან არსებული ეთნოგრაფიის, სამეცნიერო საბჭოს კონსულტანტი, შემდეგ კი თავმჯდომარე; მისი კვლევის ძირითადი სფეროებია ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, მითოსი, რიტუალი, უძველესი რელიგიური რწმენა-წარმოდგენები; ი. სურგულაძე არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის სამი მონოგრაფიის, ავტორი; მისი შრომები იბეჭდებოდა ქართულ და უცხოურ პერიოდულ გამოცემებში. არის მრავალი საენციკლოპედიო სტატიის ავტორი ქართულ ენციკლოპედიაში, ბულგარეთის ენციკლოპედიაში და მსოფლიოს ხალხთა მითების ენციკლოპედიაში; არის მხატვრული თარგმანების ავტორი, მის მიერ თარგმნილია თომას მანის ნაწარმოებები (ზ. ჩხენკელთან, ნ. გოგოლაშვილთან ერთად), ალექსანდრე კუპრინის მოთხრობები, ბორის პასტერნაკის, იოსიფ ბროდსკის ლექსები. იყო საკანდიდატო და სადქოტორო ნაშრომების ხელმძღვანელი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა", დაიცვა 1993 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: