The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ სურმანიძე

რამაზ სურმანიძე
სხვა სახელი:ბერი ანდრია  (სასულიერო სახელი)
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1933
გარდაცვ. თარიღი:9 ოქტომბერი, 2020  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, მწერალი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭალა, შუახევის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1956 წელს.

1944-1947წწ. იყო შუახევის რაიონის სოფელ ჭალის ფოსტალიონი; 1950-1956წწ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს სანიტარი; 1956-1957წწ. შუახევის რაიონის სოფელ ბარალეთის ამბულატორიის გამგე; 1957-1963წწ. ამავე რაიონის მთავარი ექიმი; 1963-1974წწ. ბათუმის N1 საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგე; 1969-1979წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა მედიცინის დების მოსამზადებელ კურსებს, ასწავლიდა სასკოლო ჰიგიენას ასაკობრივი ფიზიოლოგიით; 1975-1977წწ. პროფკავშირთა კურორტების მართვის აჭარის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე; 1977-1985წწ. აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი; 1985 წლიდან სანიტარიული განათლების საოლქო სახლის ექიმი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი შუახევის №118 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1991 წელს რამაზ სურმანიძემ დააარსა ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტი, რომლის რექტორი იყო წლების განმავლობაში; 1994–2004წწ. იყო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2003–2008წწ. მომავალ მედიკოსებს მედიცინის ისტორიას უკითხავდა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, ისტორიულ-გენეალოგიური ნარკვევები, რომანები და მოთხრობები, პუბლიცისტიკა. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1968), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი.

წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geajaratv.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 317; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.200; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ. 71გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (2008-2012)
  • აჭარის ჩოხოსან რაინდთა ორგანიზაცია, დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე
  • მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • სამედიცინო ეკოლოგიის აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1987-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1983-)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • ფაზისის საერო აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემია
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი
  • ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: