The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი სურმანიძე

ლალი სურმანიძე
დაბადების თარიღი:1956  (68 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა - ფსიქოლოგია.

1982-1986წწ. - სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი, სოციოლოგიური კვლევების განყოფილება, სამეცნიერო კვლევების ლაბორატორია, მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1993წწ. -  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ენების ინტენსიური სწავლების ცენტრი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-1995წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი, სოციოლოგიის კათედრა, დოცენტი; 2005-2014წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციოლოგიის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი; 2014-2015წწ. - ამავე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2015 წლიდან - პროფესორი; 2014 წლიდან - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; "ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი" - საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი, სამეცნიერო რედაქტორი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კულტურის კვლევის პარადიგმულ-თეორიული და მეთოდოლოგიური ტენდენციები", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.550-551; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: