The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან სუხიშვილი

მურმან სუხიშვილი
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგის ფაკულტეტი 1966 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა, ქართველური ენები - 1970 წელს; ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი - 1979 წელს.

1971-1972წწ. - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართველურ ენათა განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1972-1980წწ. - ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1980-1999წწ. - უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი; 1999-2002წწ. - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2002-2006წწ. - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი, განყოფილების გამგე; 1994 წლიდან - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი. მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. სამეცნიერო შრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "გარდამავლობა, ერგატიულობა და გვარი ქართულში", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.490; არნოლდ ჩიქობავა სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: