The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა სხირტლაძე

ზაზა სხირტლაძე
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით 1979 წელს.

1979-2004წწ. - ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1985-1997წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის ლექტორი; 1987-1998წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის კავკასიოლოგიის კაბინეტის გამგე; 1988-1998წწ. - თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი; 1998-2009წწ. - თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ხელოვნების კათედრის გამგე; 2003 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის პროფესორი; 2006 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი; 1996 წლიდან - გარეჯის კვლევის ცენტრის თავმჯდომარე; 2003 წლიდან - საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხელოვნების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. 2006 წლიდან - საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს ეკლესიის ენციკლოპედიის რედაქტორი (ხელოვნების მიმართულება). სამეცნიერო ინტერესები: ძველი ქართული სახვითი ხელოვნება, მისი მიმართება აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხატვრულ ტრადიციასთან; ქართულ-სომხური კულტურული ურთიერთობები; მონასტიციზმი, გარეჯის მრავალმთის კულტურული მემკვიდრეობა; ქართულ ხელოვნებასთან დაკავშირებული საისტორიო, საარქივო დაეპიგრაფიკული წყაროების შესწავლა-პუბლიკაცია. ოცი წიგნის, მათ შორის თოთხმეტი მონოგრაფია (1985-2020 წწ.), ორასამდე სტატიის, რეცენზიის, თეზისის ავტორი. ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბერთუბნის მონასტრის მთავარი ტაძრის მოხატულობა", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "VIII-IX სს. ქართული მონუმენტური ფერწერის ძირითადი საკითხები. თელოვანის ჯვარპატიოსანი და გარდამავალი ხანის მხატვრული ტენდენციები", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.587; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (2010-)
  • რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს ფონდი, წევრი (2007-2011)
  • საქართველოს ბიზანტინისტთა ასოციაცია, წევრი (2007-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქრისტიანული თეოლოგიისა და რელიგიის ისტორიის შემსწავლელი კომისია, წევრი (2007-)
  • საქართველოს პატრისტიკული ასოციაცია, წევრი (2014-)
  • საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხელოვნებსა და რესტავრაციის საბჭო, წევრი (1994-2007)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: