The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტერენტი გრანელი

ტერენტი გრანელი
Legal name:ტერენტი კვირკველია
Other name:გრანელი  (Pseudonym)
Date of birth:25 November, 1897
Date of death:10 October, 1934  (at 36 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: ახლ. ქ. წალენჯიხა.

სწავლობდა  წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში. სკოლაში "მოწაფეთა მეფეს" ეძახდნენ. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. 1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო ''ნუცუბიძის კურსების" სახელით. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიის უფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა დაამთავრა 1920 წელს.
ტერენტი გრანელმა თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917-1918). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: "სამგლოვიარო ხაზები", 1921; "სულიდან საფლავები", 1922; "Memento mori ", 1924; "ტერენტი გრანელი", 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1987 წლის დეკემბერში პოეტის ნეშტი პეტრე-პავლეს სასაფლაოდან გადასვენებულ იქნა დიდუბის პანთეონში. წალენჯიხაში გაიხსნა ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი და ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.114; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 97-98

Bibliography


Share: