The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დათო ტურაშვილი

დათო ტურაშვილი
ოფიციალური სახელი:დავით ტურაშვილი
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1966  (57 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მონაწილეობდა 80-ანი წლების სტუდენტურ მოძრაობაში. იყო 1989 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოწყობილი სტუდენტური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბოლო წლების განმავლობაში, მწერლობასთან ერთად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც – კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე. კინოსა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, კინოდრამატურგიას - ერლომ ახვლედიანის სასცენო სახელოსნოში. მისი პირველი რომანი დაიბეჭდა 1988 წელს. ყველაზე უკეთ ცნობილი ნაწარმოებია "ჯინსების თაობა", რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წლის მაისში გაიმართა თეატრალურ სარდაფში. მის სხვა ნაწარმოებთა შორისაა სამგზავრო წერილების კრებული "კატმანდუ" (1998) და "ცნობილი და უცნობი ამერიკა" (1993), ასევე მოთხრობათა ორი კრებული და კინოსცენარები. მისი მოთხრობათა პირველი კრებული "მერანი" გამოიცა 1991 წელს. გარდა სცენარებისა წერს რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს. დ. ტურაშვილის პირველი პროზაული კრებული გამოქვეყნდა 1991 წელს. მისი მოთხრობები თარგმნილია 7 ენაზე და გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ პერიოდიკაში. ასევე არის ავტორი სამეცნიერო-კვლევითი წერილებისა ლიტერატურათმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიაში. თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ესპანური და ინგლისური ენებიდან.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო პიესისათვის
    შავი კეტები (თეთრი იუმორის თანხლებით) : წინასაარჩევნო პიესა / დათო ტურაშვილი. - თბილისი : სიესტა, 2008.-76გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: