The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი უზნაძე

დიმიტრი უზნაძე
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1887
გარდაცვ. თარიღი:9 ოქტომბერი, 1950  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საქარა, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1909 წელს; ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის განხრით 1913 წელს.

1909-1918წწ. ასწავლიდა მსოფლიო ისტორიას  ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში; იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1933-1942წწ. ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრის პირველი გამგე; 1918–1950წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მის მიერვე დაარსებული ფსიქოლოგიის კათედრის გამგე; მის ნაშრომებს შორის ფსიქოლოგიის განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა მისმა მონოგრაფიებმა: "ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძვლები" (1925), "ზოგადი ფსიქოლოგია" (1940), "განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები" (1949); 1912 წელს მან გამოსცა "ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი"; 1917 წელს მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო; 1939 წელს სკანდინავიაში ჟურნალში "Acta Psychologica" გამოქვეყნდა განწყობის ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილი მისი ვრცელი ნაშრომი; გარდაცვალების შემდეგ ნიუ–იორკში ინგლისურ ენაზე გამოიცა მისი ფუძემდებლური მონოგრაფია "განწყობის ფსიქოლოგია" (D.N. Uznadze, "The Psychology of Set", New York, 1966); 1910-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში; 1950 წელს ფსიქოლოგიის ინსტიტუტს მიენიჭა დ. უზნაძის სახელი; 1951 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია მისი სახელობის სტიპენდია; 1986 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა მისი სახელობის პრემია ფსიქოლოგიის დარგში; სახლში, სადაც ის ცხოვრობდა, გახსნილია უზნაძის სახლ–მუზეუმი; მასში დაცულია უზნაძის პირადი ნივთები, წიგნები, სამუშაო კაბინეტი; 1935 წელს მას დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.114

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთ–ერთი დამფუძვნებელი (1918-)
  • თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, წევრი (1917-1918)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-1919)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ერთ–ერთი დამფუძვნებელი, აკადემიკოსი (1941-1950)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: