The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო ურჯუმელაშვილი

ვანო ურჯუმელაშვილი
ოფიციალური სახელი:ივანე ურჯუმელაშვილი
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:8 ივლისი, 1984  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1950 წელს.

1947-1951წწ. იყო გორის პარტიის რაიოკომის ინსტრუქტორი, 1951 წელს - შინდისის მანქანა-ტრაქტორთა სადგომის დირექტორი, ხოლო 1956-1959წწ. გაზეთ "სახალხო განათლების" პასუხისმგებელი მდივანი. მისი პირველი ნაწარმოებები გამოქვეყნდა 1952 წელს გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში". მისი მოთხრობები, ნარკვევები, კრიტიკული წერილები იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში, ხოლო პიესები: "ვახშამზე" და "მძახლები" დაიდგა თბილისის მუსიკალური კომედიისა და ცხინვალის თეატრის სცენებზე. 

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.333

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: