The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი უსტიაშვილი

დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1896
გარდაცვ. თარიღი:15 ივლისი, 1978  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს.

1939-1949წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის, ხოლო 1946-1954წწ. სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. 1954-1974წწ. და 1976 წლიდან განაგებდა ამავე ინსტიტუტის პედიატრიის, სანიტარული ჰიგიენისა და სტომატოლოგიური ფაკულტეტების მეან-გინოკოლოგიის კათედრას. შეისწავლიდა პლაცენტის ჰორმონალურ მოქმედებას, რეზუს-ფაქტორს. შემოიღო ორსულობის ადრეული დიაგნოსტიკის ახალი სინჯი; მუშაობდა სამეანო-გინეკოლოგიის ტერმინოლოგიის საკითხებზე. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1939). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.186

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: