The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როსტომ ფარეულიძე

როსტომ ფარეულიძე
დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ომალო, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა ქართული ენა და ლიტერატურა 1968 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება.

1965 წლიდან – ჯოყოლოს 8-წლიანი სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1968 წლიდან - ომალოს 8-წლიანი სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1977 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986 წლიდან - მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. სამეცნიერო შრომებისა და სტატიების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არსებით სახელთა ბრუნების ძირითადი საკითხები ჩაჩნურში (ქისტური მეტყველების მონაცემთა მიხედვით)", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჩეჩნური ზმნა", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.491; პანკისის ხეობა: pankisi.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: