The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ფაღავა

კონსტანტინე ფაღავა
დაბადების თარიღი:22 ივლისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:1994  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა სურამი, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1941 წელს.

1982 წლიდან ირანული ფილოსოფიის კათედრის გამგე. იკვლევდა სპარსული ლიტერატურის ისტორიას., XIX ს. სპარსულ-აზერბაჯანული და აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურის ურთიერთობების საკითხებს. თარგმნა პირველი სპარსული კომედია "არაბისტანის გუბერნატორი", ავტორია მრავალი ნაშრომისა, მონოგრაფებისა "ნიზამი" (1964), "აზერბაიჯანული და ქართული კულტურული ურთიერთობისათვის" (1966), "მირზა ფათალი ახუნდოვი" (1968), "კრიტიკული რეალიზმის ისტორიის შეწავლისათვის სპარსულ ლიტერატურაში" (1964) და სხვა. აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1973).

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.241

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1946-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: