The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიკო ფაშალიშვილი

სიკო ფაშალიშვილი
ოფიციალური სახელი:სვიმონ ფაშალიშვილი
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1894
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 1970  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, სიღნაღნაღის რაიონი.

პირველი ლექსები 1909 წელს გამოაქვეყნა გაზეთებში "დროებასა" და "ივერიაში". 1910 წლიდან თბილისში ცხოვრობდა, მუშაობდა ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. 1918 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა. მისმა ლექსებმა მალე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. იგი აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ და თეატრალურ ცხოვრებაში. თარგმნა პირველი რევოლუციური პიესა ქართულ ენაზე ვერჰანრის "რიჟრაჟი", აგრეთვე ე. პოტიეს "ინტერნაციონალი" (ორივე 1921). 1923 წლიდან მუშაობდა გაზეთ "მუშის", ჟურნალების "ტარტაროზისა" და "ნიანგის" რედაქციებში. 1937-1960წწ. იყო ჟურნალი "ნიანგის" პასუხისმგებელი მდივანი. ნაყოფიერად მოღვაწეობდა როგორც იუმორისტ-სატირიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, სცენარისტი. თარგმნა შექსპირის, ლოპე დე ვეგას, გოეთეს, ჰაინეს, მიცკევიჩის, პუშკინის, გრიბოედოვის, ტურგენევის, შევჩენკოს, ფრანკოს, ჯამბულის, ისააკიანის, შოლოხოვის და სხვა თხზულებანი. მას ეკუთვნის კინოფილმ "ქეთო და კოტეს" სცენარი (1948, რეჟისორები ვ. ტაბლიაშვილი და შ. გედევანიშვილი), მრავალი ლექსი, მხატვრული ნარკვევი, მემუარი და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.242

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: