The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ფერაძე

ილია ფერაძე
სხვა სახელი:ილია ჩხერიმელისპირელი  (ფსევდონიმი)
ნებოძირელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1866
გარდაცვ. თარიღი:4 აგვისტო, 1928  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნებოძირი, შორაპნის მაზრა.

დაამთავრა ქუთისის სასულიერო სასწავლებელი 1882 წელს; თბილისის სასულიერო სემინარია 1889 წელს. სახელმწიფო ხარჯზე გაიგზავნა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც კანდიდატის ხარისხით დაამთავრა 1893 წელს.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაება აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობაში. პირველად დანიშნეს გორის სასულიერო სასწავლებელში; 1896-1907წწ. მასწავლებლად მუშაობდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და ქალთა საეპარქიო სასწავლებელში; 1908 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ბათუმში, სადაც 1918 წლამდე დარჩა; 1908-1918წწ. ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობასთან ერთად ითვლებოდა აგრეთვე აჭარის სახალხო სკოლების ინსპექტორად; 1918 წელს დანიშნეს ოზურგეთის გიმნაზიის დირექტორად, ამ თანამდებობაზე იგი 1922 წლამდე დარჩა; შემდეგ იგი გადაიყვანეს ხაშურის ჰუმანიტარული ტექნიკუმის გამგედ; 1924-1925 სასწავლო წელს მუშაობდა ველისციხის საშუალო სკოლის დირექტორად; 1925-1926წწ. სიღნაღის პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორად; 1926 წლიდან სამუშოდ კვლავ გადმოვიდა თბილისში, სადაც განაგრძობდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ავტორია მთელი რიგი სახელმძღვანელო წიგნების და ლიტერატურულ-პუბლიცისტური, პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური, კრიტიკულ-ბიბლიოგრაფიული და სხვა ხასიათის ნაშრომებისა; 1880-იანი წლებიდან სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან და სხვადასხვა საკითხზე თავისი დროისათვის მნიშვნელოვან და საყურადღებო წერილებს აქვეყნებდა. მისი ლექსები იბეჭდებოდა "მწყემსში", "კვალში", "განათლებაში", " თეატრი და ცხოვრებაში"და სხვა. წერდა ლიტერატურულ წერილებს, ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, თარგმნიდა უცხოელი და რუსი მოწინავე მწერლების ნაწარმოებებს.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.137; განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.166

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: