The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფეშანგი ფაშვიბერტყაძე

ოფიციალური სახელი:ფეშანგი ხითარიშვილი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

გორელ ვაჭართა წრიდან გამოსული. "ფაშვიბერტყა" პოეტის მამის მეტსახელია. იგი ჯერ ალექსანდრე მესამის, შემდეგ არჩილ მეორის კარის მდივან-მწიგნობარი იყო 1660-იან წლებში; როცა არჩილი იმერეთში ხანმოკლე მეფობის შემდეგ იქიდან წამოვიდა, მას თან გამოჰყვა ფეშანგი ფაშვიბერტყაძეც. მდივანმწიგნობრული საქმიანობა მან ქართლის მეფის ვახტანგ V-ის (შაჰნავაზის, 1658-1675) კარზე გააგრძელა. 1664-1965 წლებში დაწერა საისტორიო პოემა "შაჰნავაზიანი", რომელიც შეიცავს XVII საუკუნის 60-იანი წლების ქართლ-კახეთისა და იმერეთის ურთიერთობის აღწერას და ვახტანგ V-ის, მარიამ დედოფლისა და უფლისწულთა ხოტბას გვაწვდის საყურადღებო ბიოგრაფიულ და ისტორიულ ცნობებს ვახტანგ V-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. პოემა დაწერილია 16-მარცვლიანი რუსთველური შაირით, ავტორი უხვად სარგებლობს "ვეფხისტყაოსნის" პოეტური სახეებით; გარდა რუსთაველისა, ნაწარმოებში შეინიშნება თეიმურაზ პირველისა და "როსტომიანის" გავლენაც. დაახლოებით 1680 წელს მას გაულექსავს "ფირმალიანი", რომელმაც ჩვენამდე არ მოაღწია. მიუხედავად დარღვეული პოეტური ქსოვილისა და ზოგჯერ ნაძალადევი რითმებისა, მრავლად გამოყენებული ბარბარიზმებისა და უცხო სიტყვებისა, ფეშანგის პოეზია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ქართული პოეზიის ისტორიისათვის.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.304


გააზიარე: