The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გერასიმე ფირცხალავა

დაბადების თარიღი:1 მაისი, 1912  (111 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის რაიონი.

დაამთავრა ვორონეჟის პედაგოგიური ინსტიტუტი 1938 წელს, სკკპ ცკ-თან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკაკადემია 1955 წელს.

გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორი (1941 და 1945-1948), სოხუმის პედაგოგიის ინსტიტუტის მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლების კათედრის გამგე (1941-1944), საქართველოს კპ ცკ-ის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგე (1952-1953), გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორი (1955-1957), 1966 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სკკპ ისტორიის კათედრის გამგე. ეკუთვნის მრავალი ნაშრომი სკკპ თეორიისა და ისტორიის, პარტიის მშენებლობის თეორიისა და პრაქტიკის საკითხებზე. რამდენჯერმე იყო არჩეული საქართველოს კპ ცკ-ის შემადგენლობაში, ხოლო 1965-1976 იყო საქართველოს კპ სარევიზიო კომისიის თავჯდომარე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1971). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.332; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.120

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1940-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი (3 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: