The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მორის ფოცხიშვილი

მორის ფოცხიშვილი
დაბადების თარიღი:11 ივნისი, 1930
გარდაცვ. თარიღი:1997  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამთავროს დედათა მონასტერი, მცხეთა
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განყოფილება1954 წელს.

1959-1965 წლებში მუშაობდა გამომცემლობა ''ლიტერატურა და ხელოვნებაში''. 1979-1982 წლებში იყო ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი, 1983-1987 წლებში–გამომცემლობა "ნაკადული"-ს დირექტორი. 1987 წლიდან მუშაობდა წიგნის პალატის დირექტორად. პირველი ლექსები 1950 წელს გამოაქვეყნა. პირველი პოეტური კრებული ''ალუბლები წვიმაში''–1957 წელს. ამას მოჰყვა მისი შემოქმედებისათვის მნიშვნელოვანი კრებულები: ''ხმა''(1966), ''რწმენა''(1970), ''შენითა''(1983), ''შენ სიყვარულო, შენ'' (1991), ''სანთელ-საკმევლისა'' (1998) და მრავალი სხვა კრებული თუ ერთტომეული. მორის ფოცხიშვილი ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც. მან თარგმნა სერგეი ესენინი, ნიკოლოზ ტიხონოვი, ბორის პასტერნაკის, ანდრეი ვოზნესენსკის, ევგენი ევტუშენკოსა და სხვათა ნაწარმოებები, უკრაინელ, ბელორუს და მოლდაველ პოეტთა ლექსები.

მორის ფოცხშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ინგლისურ, გერმანულ და სხვა ენებზე.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალი
  • ზვიოზდოსლავის სახელობის პრემია
  • ოვანეს თუმანიანის სახელობის პრემია
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ნიკოლოზ ოსტროვსკის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: