The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ქათამაძე

ჯემალ ქათამაძე
დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1933
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 1993  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ციხისძირის სასაფლაო, ქობულეთის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭახათი, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა სამხედრო საავიაციო-სამეთაურო სასწავლებელი 1954 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სამი კურსი (დაუსწრებელი განყოფილება).

მუშაობდა უშიშროების დასასვენებელი სახლის ექსკურსიამძღოლად (1957-1960), დასასვენებელ სახლ "შუქურას" დირექტორის მოადგილედ (1960-1965), დასასვენებელ სახლ "ნიავის" დირექტორის მოადგილედ (1965-1979), საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციაში კონსულტანტად და მხატვრული ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროს რწმუნებულად (1975-1993); ჯ. ქათამაძის პირველი ლექსი დაიბეჭდა ალმანახ "ტალღა"- ში 1954 წელს; ავტორია 15 წიგნისა, ესენია: "ზღვა და სიყვარული" (ლექსები, 1963), "მხოლოდ გული" (ლექსები, 1968), "ორი ქრიზანთემა" (ლექსები, 1970), "ოცნების კონცხი" (ლექსები, 1972), "სოფლის სიამაყე" (ნარკვევი, 1976), "რაც მინატრია" (ლექსები, 1978), "ტირიფი ქარში" (ლექსები, 1980), "მშვიდი ზღვა" (ლექსები, 1982), "რჩეული" (ლექსები, 1983), "წითელი თოვლი" (ლექსები, 1986), "ნდობის კაცი" (დოკუმენტური მოთხრობა, 1988), "ღიმილი და ფიქრები დედისა" (ნარკვევი, 1990), "შემოდგომის მოტივები" (ლექსები, 1991), "მიიწურა შემოდგომა" (ლექსები, 1993), "Обьяния" (ლექსები, 1994, Советский писатель); ჯ. ქათამაძის ლექსები იბეჭდებოდა რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ბულგარულ ენებზე. მიღებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული პროპაგანდისტის წოდება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი და მედლები. მისი გარდაცვალების შემდეგ, ბათუმში ერთ-ერთ ქუჩას მიეკუთვნა ჯემალ ქათამაძის სახელი.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.193

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის უზენაესი საბჭო, დეპუტატი
  • აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი ინსტიტუტი, პრორექტორი
  • საქართველოს კომპარტიის საქალაქო კომიტეტის პლენუმი, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1990-)
  • საქართველოს უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების საქალაქო ორგანიზაცია, თავმჯდომარე
  • სსრკ მწერალთა კავშირი, წევრი (1971-)
  • უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მეგობრობის გამგეობა, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: